რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით? – დეტალები

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით? – დეტალები

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი გაუგზავნა, რომლითაც ასიგნებების მოცულობა წინა წარდგენის ბიუჯეტთან 400 მილიონი ლარით, 30.9 მილიარდ ლარამდე იზრდება.

სამინისტროებს შორის თანხების ცვლილება ასეთია – მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით, მესამე წარდგენის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტად 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

განათლების სამინისტროს 87 მილიონი ლარი ემატება, 46 მილიონი ლარი ემატება კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტროს კი 22.5 მილიონი ლარი. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. რაც შეეხება უწყებებს, რომელთა ბიუჯეტიც მცირდება, ასეთია ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც წინა წარდგენის პროექტთან შედარებით 214 მილიონი ლარი აკლდება. 47.6 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს აკლდება.

სამინისტროდაფინანსება 2026 წელს ლარებში (მესამე წარდგენის ბიუჯეტით)სხვაობა ზრდა/კლება მეორე წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით ლარებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო9,668,640,000+47,880,000
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო3,113,650,000+16,800,000
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო2,702,198,000+86,889,000
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო1,890,000,000+90,000,000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო1,547,000,000+74,000,000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო928,550,000-213,950,000
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო808,161,000-47,600,000
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო443,235,000+800,000
საქართველოს კულტურის სამინისტრო364,835,000+45,558,000
საქართველოს სპორტის სამინისტრო325,310,000+29,900,000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო225,000,000+5,000,000
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო132,900,000+22,500,000
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო130,000,0000

 

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები